Washington Post: აშშ-ში ბაიდენის დაცვის გაძლიერება იგეგმება

,,აშშ-ის საიდუმლო სამსახური ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის დაცვის გაძლიერების მიზნით დამატებითი აგენტების გაგზავნას გეგმავს”, – წერს Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით.

დამატებითი ჯგუფის გაგზავნა იგეგმება დელავერის შტატში მას შემდეგ, რაც ბაიდენის შტაბმა განაცხადა, რომ უილმინგტონის საკონფერენციო დარბაზის გამოყენებას აპირებს, სულ მცირე, კიდევ ერთი დღით. აღინიშნება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი  ხვალ მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

საიდუმლო სამსახურის პრესმდივანმა გაზეთის კითხვაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ აღნიშნა ის, რომ უწყება პრეზიდენტების ან კანდიდატების უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით გეგმებს არ ასაჯაროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები