რუსეთში, პირველად, კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 20 ათასს გადააჭარბა

რუსეთში, პანდემიის დაწყებიდან პირველად, კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 20 582 შეადგინა, ამრიგად, ქვეყანაში კოვიდ19-ის სულ 1 733 440 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აღნიშნეს, რომ ბოლო ერთ დღეში რეკორდული მაჩვენებელი ასევე მოსკოვში დაფიქსირდა – 6 253 ინფიცირებული; სანქტ პეტერბურგში -1 171 და მოსკოვის ოლქში 605.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ვირუსს 378 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა ჯამური მაჩვენებელი 29 887 ადამიანს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები