თბილისის აქციიდან ზუგდიდში დაბრუნებულ, “ნაციონალების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატსა და აქტივისტებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გართულებული ეპიდვითარების პირობებში, თბილისში გამართული აქციების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს კორონავირუსი უდასტურდებათ. თბილისში გამართულ აქციაზე დაინფიცირდნენ ზუგდიდიდან ჩასული, პარტიის ადგილობრივი ლიდერი და აქტივისტები.

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მალხაზ ჯალაღონიას, მის მეუღლე დარეჯან გაბედავას, პარტიის ადგილობრივ წევრ მაია კალანდიასა და კიდევ რამდენიმე აქტივისტს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

სანამ ეს ფაქტი Region News-ისთვის ცნობილი გახდებოდა, ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი, პროფესიით ექიმი, მალხაზ ჯალაღონია კოვიდდადებითობას მალავდა. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ შტაბის წევრების ინფიცირებას ხელი არ შეეშალა კვირას დაგეგმილ აქციაზე ზუგდიდან წამსვლელებისთვის.

მალხაზ ჯალაღონია ადრე გაკეთებულ განცხადებებში აქციების გამართვის გამო კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ვერ ხედავდა. დღეს მისი პოზიციის მოსმენა ვერ შევძელით, ჯალაღონია მედიასთან არ კონტაქტობს.

“ნაციონალური მოძრაობიდან” ჩვენი წყაროს ცნობით, პირები, რომლებიც მათთან კომუნიკაციაში იყვნენ და, სავარაუდოდ, სიმპტომები მალე გამოუვლინდებათ, თბილისში დაგეგმილ აქციაზე დასწრებას მაინც აპირებენ. დადგენილი წესებით კი ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაში უნდა იმყოფებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები