ჯო ბაიდენმა ჯორჯიის შტატში მოიგო

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ერთ-ერთ საკვანძო შტატში გამარჯვება მოიპოვა, რაც მას გაპრეზიდენტებისთვის გარანტირებულ შანსს აძლევს.

ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ მან ხმების 49,39%, ხოლო ტრამპმა 49,37% მოიპოვა, მათ შორის სხვაობა – უკვე 917 ხმა ბაიდენის სასარგებლოდ შეადგენს.

ჯორჯია ერთ-ერთი საკვანძო შტატია, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების განსაზღვრა შეუძლია. ამ შტატში გამარჯვება კანდიდატს 16 ხმას აძლევს. ამჟამად, ბაიდენს 264, ტრაპს კი 214 ხმა აქვს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში შტატში ტრამპი ლიდერობდა, რადგან საარჩევნო კომისიას ფოსტით მიღებული ხმები არ ჰქონდა დათვლილი.

ჯორჯიის შტატში მიღებული ხმებით ბაიდენს გარანტირებული 286 ხმა ექნება, რაც საჭიროზე 16-ით მეტია.

აღნიშნული დემოკრატების კანდიდატს გამარჯვების გარანტიას აძლევს იმ შემთხვევაშიც, თუ დარჩენილ სამ შტატში: ჩრდილოეთ კაროლინაში, ნევადასა და პენსილვანიაში გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა, თუმცა, ექსპერტების პროგნოზით, ბაიდენს აქვს დამატებითი შანსი, გამარჯვება პენსილვანიაშიც მოიპოვოს, სადაც მას ამომრჩეველთა კოლეგიის 20 ხმა ექნება.

გამარჯვებულს ამომრჩეველთა კოლეგია მოგვიანებით გამოაცხადეს.

6-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება და თუ თეთრი სახლის მომდევნო ლიდერი ჯო ბაიდენი გახდება, ის იქნება ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ამომრჩევლის ხმების უპრეცედენტო რაოდენობა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები