სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 101 773-ს შეადგენს, ბოლო ერთ დღეში 2210 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ვირუსს კიდევ 30 პაციენტი ემსხვერპლა და რესპუბლიკაში სულ 1506 ლეტალური შემთხვევაა.
61 782 პირი გამოჯანმრთელდა, მკურნალობას 38 088 პირი აგრძელებს.