ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევებიდან თბილისში დაფიქსირდა 1 044 შემთხვევა, აჭარაში – 503, იმერეთში – 526

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევებიდან თბილისში დაფიქსირდა 1 044 შემთხვევა, აჭარაში – 503, იმერეთში – 526, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლესი სტატისტიკურ მონაცემების შესახებ ისაუბრა.

„დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში – 503, იმერეთში – 526, ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, გურიაში – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 43, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8″, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის სულ 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი და საერთო რაოდენობა 37 019-ს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები