2021 წლიდან ევროპულ ქალაქებში კერძო ავტომობილებისთვის გადაადგილების სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შემცირდება

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლიდან, ტრანსპორტის უსაფრთხოების ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, კერძო ავტომობილებისთვის ევროპულ ქალაქებში გადაადგილების სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შემცირდება.

მომავალი წლიდან საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი გააფართოებს 30 კმ/სთ-იან სიჩქარის შეზღუდვას, რაც ქალაქს სრულად მოიცავს. სიჩქარის ლიმიტი თანაბრად გაკონტროლდება ყველგან, გარდა ქალაქის შემოვლითი გზებისა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკებისა.

ესპანეთის მთავრობა უერთდება ამ სატრანპსპორტო პოლიტიკას, რომლის თანახმად, მომავალი წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, საქალაქო გზის სიჩქარეს 30 კმ/სთ-მდე შემცირებს. ბილბაო იქნება პირველი ევროპული ქალაქი, 300 000-ზე მეტი მაცხოვრებლით, სადაც მსგავსი შეზღუდვა მთელ ქალაქში ამოქმედდება.

2021 წლიდან ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელიც უერთდება 30 კმ/სთ-იან შეზღუდვას ქუჩების აბსოლუტური უმრავლესობით.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ევროპული საბჭო, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები, ქუჩის დიზაინის დაპროექტებისას ითვალისწინებენ ქუჩის ინკლუზიურობის მოთხოვნას, რაც გულისხმობს იმას, რომ ქუჩა გახდეს სივრცე, სადაც საზოგადოების ყველა წევრს ექნება შესაძლებლობა, გადაადგილდეს მეტად უსაფრთხოდ და კომფორტულად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები