დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია “თელასის” ცნობით, ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილის,, მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IV, X, Xა კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მოკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების IV მოკრორაიონის, თემქის დასახლების IV კვარტლის, მუხიანის ნაკვეთების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, ლურჯი ქედის, საგუბარის, ლევან რჩეულიშვილის, გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის, ქუჯი ერისთავის, ავჭალის, ანაპის 414-ე დივიზიის, ალეკო გობრონიძის, ლერი ლაგურაშვილის, რეზო გაბაშვილის, ამირან ბობოხიძის, ავშნის, ევგენი ღვალაძისა და ქობის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონებისა და გლდანი-მუხიანის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლებისა და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები