ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: ცენტრალურ ოფისში 6 ნოემბერს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც, ოფისი ბენეფიციარებს ვერ მიიღებს

კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცენტრალურ ოფისში (მისამართი: ქ.თბილისი; გორგასლის შესახვევი 12 ა), 6 ნოემბერს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც, ოფისი ბენეფიციარებს ვერ მიიღებს.

აღნიშნულის შესახებ „კვირას“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

„ჩვენს ბენეფიციარებს მივმართავთ თხოვნით, გაითვალისწინონ არსებული გარემოება, ხოლო უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე:ან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე: info@veterans.gov.ge ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მთავრობის უახლესი გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის 4 მეტროსადგურზე ხვალიდან ამოქმედდება
palitravideo.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები