ისნის საოლქო კომისიასთან “სტრატეგია აღმაშენებლის” აქტივისტების აქცია დასრულდა
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან “სტრატეგია აღმაშენებლის” აქტივისტების აქცია დასრულდა.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი გადაინაცვლებენ სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ამ წუთებში, მათივე ინფორმაციით, სხდომა მიმდინარეობს.
“პროტესტი არ შეწყდება, ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოგვპარა! ვიბრძოლებთ ბოლომდე! “, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათივე ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21-ვე საჩივარი განუხილველად დატოვა.