კობახიძე: სააკაშვილის რევოლუციური სცენარის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ: დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი  და სხვები

„ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  სუს-ს იმ ადამიანების გვარები მიაწოდა, რომელიც არჩევნების დღეს, რევოლუციური სცენარის განხორციელებაში იყვნენ ჩართულნი.

„ჩვენ დავასახელეთ, მათ შორის მათი ლიდერების გვარები, ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ არის შედგენილი.

იგი ლიდერია ამ მთავარი კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის. სააკაშვილთან ერთად რევოლუციური სცენარის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ: დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი და სხვა მათი წევრები. მე, აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადავეცი“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები