შინაგან საქმეთა მინისტრმა იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაგამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან, რომელმაც საქართველოში მოღვაწეობა დაასრულა.
შსს-ს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა იაპონიის ელჩს საქართველოს განუხრელი მხარდაჭერისთვის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა იაპონიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.