აშშ-ის სომხებით დასახლებულ ადგილებში ბილბორდები დაამონტაჟეს წარწერით – „ყარაბაღი აზერბაიჯანია“ (ფოტო)
აზერბაიჯანულ-ამერიკული კულტურული ასოციაციის ინიციატივითა და დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით, ფლორიდაში, მაიამის ცენტრალურ გზებზე ბილბორდები დაამონტაჟეს, რომლებზეც გამოსახულია აზერბაიჯანის დროშა და ლოზუნგი – „ყარაბაღი აზერბაიჯანია“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანულ-ამერიკული კულტურის ასოციაციის თავმჯდომარე ტატიანა ემინოვამ განაცხადა.
ემინოვას განცხადებით, გზები, სადაც ბანერებია დამონტაჟებული, სომხებით დასახლებული პუნქტებია.
„ერთი ბილბორდი ფორტ ლოდერდეილის საერთაშორისო აეროპორტის წინ არის, ხოლო დანარჩენი – ფლორიდის შტატის ყველა ცენტრალურ გზაზე. ჩვენ ეს ადგილები ტყუილად არ ავირჩიეთ, რადგან ამ გზებს მივყავართ იმ ადგილებში, სადაც ფლორიდაში ყველაზე მეტი სომეხი ცხოვრობს.
ჩვენ ამ ტრადიციას გავაგრძელებთ. ბანერები – „ყარაბაღი აზერბაიჯანია!“ გამოიფინება ცენტრალურ გზებსა და ხიდებზე აშშ-ის მრავალ შტატსა და დიდ ქალაქში”, – განაცხადა ემინოვამ.