ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანლებთან ონლაინშეხვედრა გამართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა. მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკასა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს.
აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებას.
სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო პაციენტების ჰოსპიტალიაზაციასა და გაწერის კრიტერიუმებსაც.
„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში სამედიცინო დაწესებულებებში ადგილების ნაკლებობას. კლინიკების ხელმძღვანლებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, გაუმჯობესდეს პაციენტების მართვა, რათა ამ კუთხით არსებული შეფერხებები თავიდან ავიცილოთ. განვიხილეთ კოვიდ სასტუმროების მართვის მოდელიც. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სანდოობა.
ვიმსჯელეთ პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაზეც. ვფიქრობ, რომ კლინიკების ხელმძღვანლების ჩართულობა საინფორმაციო კამპანიაში მნიშვნელოვანია, რადგან მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ, თუ როგორ ხდება პაციენტების სტაციონარში მოთავსება და შემდგომში მათი ბინაზე გაწერა. ეს СOVID-19-ის მართვის პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.