შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, კორონავირუსის გავრცელების პევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქეთა მომსახურების სივრცე სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება. ასევე, სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა ქვედანაყოფის შენობებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მოქმედებს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მომსახურების ცენტრში სერვისის მისაღებად პირბადით გამოცხადდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები