ისანში საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე ერთი პირი შეუძლოდ გახდა
ისანში, მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგაზრდას კომისიის შენობაში “დაცვის პოლიციელმა წიხლი ჩაარტყა “.
კომისიის შენობაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
პარალელურად კი “სტრატეგია აღმაშენებლის” და “ლელოს ” აქტივისტები აქციას მართავენ. აქტივისტები აცხადებენ, რომ “2020 წლის არჩევნების გაყალბებას” აპროტესებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.