ბაიდენმა გამარჯვებისთვის მნიშვნელოვან შტატში მოიგო

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა გამარჯვება მიჩიგანის შტატში მოიპოვა, რომელსაც ამომრჩეველთა კოლეგიის 16 ხმა მოაქვს.

შტატში ბიულეტენის 94%-ის დათვლის შემდეგ ბაიდენს მხარს ამომრჩეველთა 49,3% უჭერს, ხოლო ტრამპს – 49,1%.

ამჟამად, ორივე კანდიდატის შედეგები კვლავ უცვლელია. ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 238 ხმა აქვს, ხოლო ტრამპს – 213.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები