ეკა ხერხეულიძესა და ანა წითლიძეს ოქმების გაყალბებასა და მანიპულირებაში ადანაშაულებენ

,,ნაციონალური მოძრაობა“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, არჩევნების შემდეგ სოციალურ ქსელში სხვადასხვა საუბნო კომისიის ჯამურ ოქმებს აქვეყნებს და სხვადასხვა დარღვევაზე მიუთითებს, ამით კი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მოქალაქეთა ნაწილმა ოპოზიციური პარტიების მხილების კამპანია დაიწყო და რეალურ ოქმებს აქვეყნებენ.

,,ნაციონალური მოძრაობის,, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში,, გამოაქვეყნა ოქმი, რომელსაც გაუკეთა აღწერა – ,,არ ეყო ჩიქოვანს და რა პრობლემაა, “ჩაუსწორეს” და მოუმატეს“ – ამ აღწერის ქვეშ, ,,ფეისბუქის,, მომხმარებელ ნინო კუკავას განმარტებით, წითლიძემ ჯერ თავდაპირველად სულ სხვა ოქმი გამოაქვეყნა, შემდეგ კი შეცდომა ნახა და ის სხვა ოქმითვე ჩაასწორა. ნინო კუკავამ მამხილებელი კომენტარი და წითლიძის ადრე გამოქვეყნებული ოქმის ფოტო, რომელიც წითლიძისვე ნათქვამს უარყოფდა, იქვე დააკომენტარა:

,, ახლა დავაკვირდი, ანა, რომ ოქმი შეგიცვლიათ. ეტყობა, უკვე ძაან აირიეთ თქვენივე ტყუილებში. თავიდან ის ოქმი გქონდათ ატვირთული, სადაც მალხაზ ჯალაღონიას მეტი ხმა ჰქონდა აღებული და მაგას აპროტესდებდით, შემდეგ კი, როცა მიხვდით, რომ ამის თქმა სულაც არ გინდოდათ, ჩაანაცვლეთ მორიგი ტყუილით. ნუ ატყუებთ საზოგადოებას, ხომ ხედავთ, რომ უკვე ვეღარ გამოგდით“, – წერს ნინო კუკავა.

დღეს განხილვის საგანი იყო ენმ-ის ერთ ერთი ლიდერის, ეკა ხერხეულიძის მიერ გამოქვეყნებული ოქმიც, სადაც ის ფოთის ერთ-ერთ უბანზე 600 ხმით გაყალბებაზე საუბრობდა და აქვეყნებდა ოქმის ქსერო ასლს, რომელიც გადაკეთებული აღმოჩნდა, ფესიბუქ მომხმარებლებმა დღეს ხერხეულიძის გარცელებული ოქმის ორიგინალი გამოაქვეყნეს, რითაც ხერხეულიძე ამხილეს. რატომ გამოიყენა ენმ-ის ლიდერმა გადაკეთებული ქსეროასლი, როცა რეალურად ოქმის სკანირებული დედანი ცესკო-ს გვერდზე ყველასთვის მისაწვდომია, რთული მისახვედრი არაა. ხერხეულიძემ მის მიერ გადაკეთებულ ქსეროასლში რეალურად დაფიქსირებული რიცხვი 378 გადააკეთა და 978 წარმოაჩინა.

მკითხველი ამ ორი დოკუმენტის შედარებით ნათლად მიხვდება, რომ დედანში პირველ ციფრად სამიანი წერია, ქსეროასლში კი ის 9-იანადაა გადაკეთებული.

,,ქ-ნო ეკა, მანდ წერია 378 ხმა და ამ შებნელებულ ქსერო ასლს ნუ იყენებთ ხალხის მოსატყუებლად! დაინტერესებულმა მოქალაქეებმა იხილეთ ცესკო-ს ოფიციალური გვერდიდან ოქმის სკანირებული ვერსია და მიხვდებით, რომ ეს ამ ქალბატონის პირველი მცდელობა არაა, ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს“, –  წერს ფოთის მკვიდრი, ზაალ კვინჩია და იქვე აქვეყნებს ოქმის დედანს.

ოპოზიციური პარტიების მიერ გაპროტესტებულ ყველა ოქმს მათივე პარტიის წარმომადგენლების ხელმოწერა აქვს, რითაც ისინი შევსებულ ოქმების ნამდვილობას ადასტურებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები