სლოვენიის პრემიერი ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
სლოვენიის პრემიერმინისტრი, იანეზ იანშა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არჩევნებში მეორედ გამარჯვებას ულოცავს მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ჯერ ცნობილი არ არის.
“ცხადია, რომ ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპი და მაიკ პენსი აირჩია კიდევ ოთხი წლის ვადით. რაც უფრო მეტად იქნება დროის გაწელვა და ფაქტების უარყოფა ცენტრალური მედიის მხრიდან, მით უფრო დიდი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის საბოლოო ტრიუმფი. ასევე, ვულოცავთ რესპუბლიკურ პარტიას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამარჯვებას”, – დაწერა იანშმა სოციალურ ქსელში.
3 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი ამ დრომდე უცნობია. ამ წუთის მდგომარეობით, დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიისგან 238 ხმა მიიღო, ხოლო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა – დონალდ ტრამპმა, 213.
კანდიდატს გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.