ირაკლი კობახიძე: საარჩევნო უბნების გადათვლას არჩევნების საბოლოო შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო უბნების გადათვლას არჩევნების საბოლოო შედეგებზე არსებითი გავლენა ვერ ექნება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ოქმები უკვე ხელმოწერილია, არსებობს მზაობა, რომ გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით მათი გადათვლა მოხდეს.

„მზაობა ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, რომ გარკევეული კრიტერიუმების საფუძველზე მოხდეს უბნების გადათვლა მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოქმს ხელს აწერს კომისიის თითოეული წევრი, მათ შორის, ოპოზიციიდან დანიშნული. ამის მიუხედავად, რამდენადაც ვიცი, მზაობა საბოლოოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს და, შესაბამისად, ეს იქნება უზრუნველყოფილი.

რა თქმა უნდა, დაზუსტების მიზანი ესაა, რომ დაკორექტირდეს საბოლოო მონაცემებიც, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ დიდ გავლენას არ ველოდებით შედეგებზე გამომდინარე იქედან, რომ იმ ოქმებისა და უბნების რაოდენობა, რომელთა დაკავშირებითაც პრეტენზიები არსებობს, არის მცირე, მაგალითად, ერთ-ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია პრეტენზიას აცხადებს 60 უბანთან დაკავშირებით, რაც არის უბნების 1.5%. ბუნებრივია, ამას არსებითი გავლენა არჩევნების შედეგებზე ვერ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები