ჯულიან სტირკი: არჩევნების დღეს დავაფიქსირეთ ისეთი ჯგუფები, რომელებიც ასოცირებულნი არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ჯილიან სტირკი „რუსთავი 2“- თან ინტერვიუში აცხადებს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ფოკუსირებულნი იყვნენ დაშინების ბრალდებებზე.

მისი თმით, გამოვლინდნენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც ასოცირებულნი აროამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან.

„შემიძლია, გითხრათ, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ასევე, აღსანიშნავია, რომ, პანდემიის მიუხედავად, არჩევნებზე იყო საზოგადოების მაღალი ჩართულება.

ჩვენ ფოკუსირებულნი ვიყავით დაშინების ბრალდებებზე და თვითონ არჩევნების დღეს მსგავსი ფაქტები სხვადასხვა უბანზე შევამჩნიეთ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთი კონკრეტული პარტია იყო, თუმცა, დავაფიქსირეთ დიდი რაოდენობით ისეთი ჯგუფები, რომლებიც ასოცირებულნი არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. ისინი უბნის შიგნით და გარეთ იყვნენ და ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩეველზე“, – განაცხადა ჯულიან სტირკმა.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა განცხადა, რომ ოდირ-ის მისია არ ისახავს მიზნად არჩევნების ლეგიტიმაციას. ეს არ არის სადამკვირვებლო მისიის ფუნქცია და ლეგიტიმაციას არჩევნებს აძლევს ქართველი ხალხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები