თალაკვაძემ სამადაშვილის მოთხოვნა, გიორგი რურუას ციხეში მონახულების შესახებ, დააკმაყოფილა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის მოთხოვნა, გიორგი რურუას ციხეში მონახულების შესახებ, დააკმაყოფილა.

ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახურიდან იტყობინება.

„სალომე სამადაშვილმა განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, დართოს ნება პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული გიორგი რურუას მოსანახულებლად.
აღნიშნული თხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ, კორონავირუსის პანდემიის გამო, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, სალომე სამადაშვილს, კოვიდ19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია, გიორგი რურუა მოინახულოს.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, სალომე სამადაშვილს არ ეძლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მონახულების საშუალება – არასწორია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები