ვენაში ლიკვიდირებული ტერორისტი “ისლამური სახელმწიფოს” მიმდევარია – დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

ვენაში გვიან ღამით 6 ლოკაციაზე თავდასხმების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, 15 დაიჭრა.

მედიის ინფორმაციით, იყო 7 თავდამსხმელი, სამართალდამცველებმა ერთ-ერთის ლიკვიდირება შეძლეს.

როგორც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, მოკლული მსროლელი “ისლამური სახელწიფოს”მიმდევარი იყო, ის “დაეშის” მიმართ სიმპატიით იყო განწყობილი.

ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარს ,,ტერაქტს,, უწოდებს და მოსახლეობას მოუწოდებს, სახლები არ დატოვონ. გაუქმებულია ეროვნული საბჭოსა და პარლამენტის სხდომები, შეჩერდა სწავლა სკოლებში.

ავსტრიას სამძიმარს სხვადასხვა ქვეყანა უცხადებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანულ მაკრონმა განაცხადა, “რომ ავსტრიელების შოკსა და ტკივილს იზიარებს”.

“ეს ჩვენი ევროპაა, მტერმა უნდა იცოდეს, ვისთან აქვთ საქმე, არაფერს დავუთმობთ”, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები