საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, Startup Touch გაიმართა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით სტარტაპებისთვის პირველი რეგიონალური შეხვედრა Startup Touch გაიმართა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიებამ 50-მდე სტარტაპის დამფუძნებელი და საერთაშორისო დონის ინვესტორები, აქსელერატორები და კომპანიები გააერთიანა.
როგორც ,,კვირას” ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სტარტაპებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ბიზნესის ზრდაზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დაკავშირება ერთმანეთთან, საქართველოს წარმოჩენა, როგორც ახალი და კარგი ბიზნესგარემო ანტრეპრენერებისათვის და ინვესტორებისთვის.
ღონისძიების მსვლელობისას ბიზნესების დამფუძნებლებმა და დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს ცხრა ვორქშოპში, რომლებსაც ატარებდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: 500 Startups, Google Launchpad, Funderbeam, Start – Business Solutions, Blue Lake Accelerator, Genesis Investments, lemlist.com და Rimon Law. ამასთან ერთად ორი დღის განმავლობაში 250-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებისგან პროფესიული რჩევები მოესმინათ. ღონისძიების პარტნიორების დახმარებით კი ბიზნესმეწარმეები ინვესტორებს შეხვდნენ.
ღონისძიების მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე ვირტუალურ გამოფენაზე საკუთარი პროექტები გამოეტანათ და საერთაშორისო ინვესტორების, GITA-ს, Emerging Europe-ს, Overkill Ventures-ს, Funderbeam-ს, Rockstart Accelerator-ს, Techstars Israel-ს, Tera Ventures-ს and 500 Startups-ისწარმომადგენლებისთვის შეეთავაზებინათ.
Touch გეგმავს თავისი საქმიანობის მეხუთე წელს ჩაატაროს Touch Digital Summit 2020, რომელიც 20-29 ნოემბერს ასევე დისტანციურად ჩატარდება.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: Onesoul.io, ბილაინი, საქართველოსბანკი, Caucasus Business Week.