ხვალ აშშ პრეზიდენტს აირჩევს – Democracy Institute და Sunday Express ტრამპის გამარჯვებას პროგნოზირებენ

ამერიკულმა Democracy Institute -მა და ბრიტანულმა Sunday Express-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს. ამ კვლევის მიხედვით, ტრამპი საერთო სახალხო ხმებით წინ არის 1%-ით, ხოლო “საბრძოლო” შტატებში წინ არის 4%-ით, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კოლეჯში (სულ 538 ხმა) მიიღებს 326 ხმას 212-ის წინააღმდეგ (2016 წელს მიიღო 304 ხმა).
გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ ბაიდენი კორუმპირებული პოლიტიკოსია, ხოლო 54% მიიჩნევს, რომ ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარისკოა.
როგორც express.co.uk წერს, ირიბი და საკონტროლო შეკითხვებით დგინდება, რომ “გადაუწყვეტელ” ამომრჩეველში დიდია ტრამპის მომხრეთა რიცხვი, ანუ ვინც “მალავს” თავის გადაწყვეტილებას, ხმა მისცეს ტრამპს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები