უკრაინა საქართველოში რძის პროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორია
საქსტატის მონაცემებით, წელს უკრაინიდან საქართველოში 2,506.3 ათასი დოლარის 2.228.7 ტონა რძე და ნაღები შემოვიდა. იმპორტის მოცულობით შემდეგ პოზიციაზეა ირანი, საიდანაც წელს შემოტანილი 1,006.6 ტონა რძე და ნაღები ქვეყანას 1, 414. 2 ათასი დოლარი დაუჯდა.
შემდეგ პოზიციაზეა ბელორუსი – საქართველოში მისი რძისა და ნაღების წლევანდელი იმპორტი 339.0 ტონას გაუტოლდა, რაშიც საქართველომ 273.8 ათასი დოლარი გადაიხადა.
457. 2 ტონა რუსული რძისა და ნაღების იმპორტი საქართველოს 593. 2 ათასი დოლარი დაუჯდა. პოლონურ 238.6 ტონა რძესა და ნაღებში გადახდილია 210.1 ათასი დოლარი.
ჯამურად, საქართველომ 6,008.7 ათასი დოლარის 5,283.3 ტონა რძე და ნაღები იყიდა.