საქართველოდან რეგულარული ავიარეისები კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგა

საქართველოდან რეგულარული ავიარეისები კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგა.

რეისები აღდგა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შემდეგ ქალაქებში: დოჰა, ვარშავა, ათენი,
ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან: კატოვიცე, ვილნიუსი, დორტმუნდი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 13 ივლისიდან ავიარეისები სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები