ირმა ინაშვილი: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს, ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, პარტიის პოლიტსაბჭოზე სამომავლო მოქმედების გეგმაზე იმსჯელებენ.

“​მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია – არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!”-წერს ირმა ინაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები