მეცნიერებმა ახალი მომაკვდინებელი დაავადება გამოავლინეს

მეცნიერებმა ახალი მომაკვდინებელი დაავადება გამოავლინეს, რომელსაც VEXAS დაარქვეს. საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა სამეცნიერო ნაშრომი The New England Journal of Medicine-ში გამოაქვეყნა.

სპეციალისტების ინფორმაციის თანახმად, მეცნიერების მიერ გამოვლენილი პათოლოგიას, იწვევს გენეტიკური მუტაციები. ის ადამიანის ორგანიზმში თრომბს იწვევს. ამასთან, 40%-ის შემთხვევაში დაავადება ლეტალური შედეგით სრულდება.

აღინიშნება, რომ დაავადება რამდენიმე ანთებით სინდრომს აერთიანებს, რომლებსაც ექიმები ადრე ერთმანეთთან არ აკავშირებდნენ.

ამჟამად ცნობილია მხოლოდ 50 ადამიანი, რომლებსაც აღნიშნული დაავადება აქვთ, თუმცა, მეცნიერები თვლიან, რომ მათი რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები