თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა (ფოტო)

თურქეთში, 30 ოქტომბერს მომხდარი 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 896 დაშავებულია.

მიწისძვრა, თურქეთის დასავლეთით იზმირის პროვინციაში მოხდა. სტიქიური უბედურების შედეგად სულ მცირე 20 შენობა დაინგრა, ხალხი ნანგრევებში მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები