საქართველოში კორონავირუსისგან 2413 ადამიანი გამოჯანმრთელდა

„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით პოზიტიურ დინამიკას ვინარჩუნებთ. კერძოდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 413 პირი გამოჯანმრთელდა”,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში, კორონავირუსის 1791 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

“დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1791 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 40 727-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 413 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 25 104-მდე”,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები