ზვიად კუპრავამ ცესკო-სთან სამართალდამცველების მხარეს ოქმები ისროლა (ვიდეო)

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცესკო-ს უნდობლობას უცხადებენ და აცხადებენ, რომ უწყება არჩევნების გაყალბებას ცდილობს და საარჩევნო უბნებიდან ოქმების ვებგვერდზე ატვირთვას შეგნებულად აჭიანურებს.

ცესკო-სთან ზვიად კუპრავაც მივიდა, რომელსაც ხელში ოქმები ეჭირა, მისი მტკიცებით, ყველა ამ ოქმში ყალბი ბეჭედია დარტყმული, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგები ყალბდება.

​ამ სიტყვების შემდეგ მან სადემონსტრაციოდ მან სამართალდამცველების მხარეს ოქმები ისროლა.

ამ მოვლენების პარალელურად, ამ წუთებში ნიკა მელიას გლდანის შტაბში ოპოზიციის ლიდერები კონსულტაციებისთვის იკრიბებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები