კობახიძე მელიაზე: რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა

ნიკანორ მელიას რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მან პირობა დადო რომ გამარჯვების შემთხვევაში კობახიძეს მიულოცავდა და პირადად დაურეკავდა.

„რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის რომ ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა, რომ წაგების შემთხვევაში, მაგალითად, დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა. რატომ ვერ გაბედა? იმიტომ, რომ იცოდა წააგებდა. მეორე ტური შეიძლება იყოს ბევრგან, მათ შორის გლდანშიც, მაგრამ მოგება-წაგებას რაც შეეხება, მკაფიოდ ითქვა ის, რაც ითქვა ჩვენგან“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის გამარჯვების შემთხვევაში პირადად დაურეკავდა ირაკლი კობახიძეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები