ერდოღანის პრესმდივანი კორონავირუსით დაინფიცირდა

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი და მრჩეველი, უბრაჰიმ კალინი კორონავირუსით დაინფიცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებული სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

„მე კორონავირუსის მკურნალობის ბოლო სტადიაზე ვიმყოფები, რასაც მარტივი სიმპტომებით ვუმკლავდები. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მირეკავდა, მკითხულობდა და ლოცულობდა ჩემთვის”,- წერს იბრაჰიმ კალინი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები