გლდანში “ქართული ოცნებისა და “ენმ”-ს აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისში, გლდანში 79-ე საარჩევნო უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მყოფი პირები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ადგილი აქვს ფიზიკურ შეხლა შემოხლასაც. პოლიციამ ადგილიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.

დაპირისპირება “ქართული ოცნებისა და “ენმ”-ს აქტივისტებს შორის მოხდა.

როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამართალდამცავები სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები