რატი იონათამიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ძალიან სწყინს, რომ არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, ამიტომ პროვოკაციებზე მიდიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი თბილისის 78-ე უბანზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

იონათამიშვილის შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება არ სურს და პროვოკაციებს აწყობს.

„ნაციონალურ მოძრაობას“, რადიკალურ ოპოზიციას არ აწყობს და ძალიან სწყინთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდად, ჩვენი მოქალაქეები მშვიდობიან გარემოში აფიქსირებენ საკუთარ აზრს. ამიტომ მიდიან ყველანაირ პროვოკაციაზე და ცდილობენ, რომ პროვოკაციებით გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ. ეს არ გამოუვათ, რადგან ამ არჩევნებზე ჩვენი მოსახლეობა უარს ეუბნება როგორც ამ რადიკალურ ოპოზიციას, ასევე იმ მეთოდებს, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია არის გამორჩეული. ეს არის ძალადობა, აგრესია და მუდმივად პროვოკაციებისა და მანიპულაციების ძებნა. ესენი ყოველთვის ასე იქცევიან, ცილისწამება არის მათი სავიზიტო ბარათი. ცილისწამების ხარჯზე ჯერ არავის არასდროს წარმატებისთვის არ მიუღწევია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

თბილისის 78-ე უბანზე ინციდენტი მოხდა. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი უცნობ პირს სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ხოლო ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები