პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის რთული პირობების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ხმას აძლევენ

მნიშვნელოვანია, რომ დღეს, პანდემიის რთული პირობების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ხმას აძლევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მნიშვნელოვანია, რომ დღეს, პანდემიის რთული პირობების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები ხმას აძლევენ!
ხმას აძლევენ თავისუფლად, წყნარად და უსაფრთხოდ! მნიშვნელოვანია მედიის როლი და დღევანდელი დღე არის ამის ნათელი მაგალითი. მადლობა, რომ დღეს
შესაძლებელია წყნარად და მშვიდად საუბარი! ეს არის ჩვენი ნათელი მომავალი”, – წერს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები