გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ ზოგიერთები ცდილობენ ჩვენი რეალური იმიჯის შელახვას

„ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთი მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. გიორგი ვოლსკიმ ხმა, ოჯახთან ერთად მისცა.

,,ვაფასებ იმას, რომ ხალხი აქტიურია. ვაფასებ იმას, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უფრო მომზადებულია ყველანაირად – ინტელექტუალურად, პასუხისმგებლობით, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური პარტია. სამწუხაროა, მაგრამ ეს რეალობაა, რომ პოლიტიკურ ველზე სულ ესეთი დაძაბულობა სუფევს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების გამო. სამწუხაროა, რომ უცხოელების თვალში ხშირ შემთხვევაში არ გამოვდივართ ისეთები, როგორც ჩვენ ვისურვებდით. სამწუხაროა, რომ ზოგიერთები ცდილობენ ჩვენი რეალური იმიჯის შელახვას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. რასაკვირველია, ჩვენი მთავარი ლოზუნგი იცით, მაგრამ ამის გარდა არის ერთი მთავარი საკითხი – სტაბილურობა, რომელიც საქართველომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოახერხა, მიუხედავად ამ ათასგვარი გამოწვევისა გარეთ თუ შიდა დაძაბულობებისა. მე ვფიქრობ, არა მარტო მე, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ითვალისწინებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები