აზერბაიჯანელი დამკვირვებლები: წეროვანში საარჩევნო უბნებზე ამ დროისთვის ინციდენტები არ დაფიქსირებულა, საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს

საქართველოში ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ინციდენტები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატმა არზუ ნაგიევმა განაცხადა, რომელიც ქვეყნის დეპუტატთა ჯგუფთან ერთად, საქართველოში საარჩევნო პროცესს აკვირდება.

მისი თქმით, საარჩევნო უბნები საქმიანობას შეუდგა.

“არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი პოლიტიკური ბლოკი მონაწილეობს. არჩევნები როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით ტარდება. აზერბაიჯანული დელეგაცია, ასევე დეპუტატები დამკვირვებლების სახით არიან წარმოდგენილი. უკვე ვიმყოფებოდით ორ საარჩევნო უბანზე წეროვანში, სადაც ძირითადად დევნილები ცხოვრობენ. ყველა ამ უბანზე 1200-1300 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. 10:00 საათისთვის, ამომრჩეველთა 10%-მა ხმა უკვე მისცა”,- თქვა მან.

არზუ ნაგიევის თქმით, ამჟამად ინციდენტები არ დაფიქსირებულა, საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები