უკრაინაში, ერთ დღეში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

უკრაინაში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 8 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღიური რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო ანტირეკორდი დაფიქსირდა გუშინ, როდესაც 8 312 ინფიცირებული გამოვლინდა.

ერთ დღეში ვირუსს 155 ადამიანი ემსხვერპლა, სულ ქვეყანაში 7 196 ლეტალური შემთხვევაა.

ვირუსის დამარცხება ჯამში 158 928 პირმა შეძლო, ამჟამად ქვეყანაში 221 357 აქტიური შემთხვევაა.

პანდემიის დაწყებიდან კი, უკრაინაში 387 481 ადამიანი დაინფიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები