ბოლნისში, სავარაუდოდ, დევი ჭანკოტაძის დაჯგუფების წევრები იმყოფებიან
ბოლნისში, სავარაუდოდ, დევი ჭანკოტაძის დაჯგუფების წევრები, დაახლოებით 30 ადამიანი ჩავიდა. ისინი ახალი მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი” ავრცელებს.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ” დიმიტრი შაშკინი, დევი ჭანკოტაძე და სხვა რამდენიმე პირი ძალადობრივი პროვოკაციების დაგეგმვაში დაადანაშაულა.