ნოდარ ტურძელაძე: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის წარმატებას, წინსვლას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
ვაკის რაიონში „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნოდარ ტურძელაძემ ხმა ვაკის რაიონის #55 საარჩევნო უბანზე მისცა.
როგორც ტურძელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისათვის საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს და დარღვევებს ადგილი არ აქვს.
„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის წარმატებას, წინსვლას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. იმ გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას“ – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.