“ავღანეთში საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ გახსნილი არ იყო, ბოტებმა და ტროლებმა დაიწყეს, თითქოს იქ არჩევნები ჩატარდა და გამარჯვებულიც გამოაცხადეს”

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. მისი განცხადებით, სიცრუეა თითქოს ავღანეთში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და გამარჯვებულიც გამოაცხადეს.
„მაშინ როდესაც ავღანეთში საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ გახსნილი არ იყო, სოციალურ ქსელში ბოტებმა და ტროლებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება! თითქოს ავღანეთში არჩევნები ჩატარდა, ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და გამარჯვებულიც გამოაცხადეს.
ეს არის ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საარჩევნო უბნები ავღანეთში საქართველოს დროით 20:00-ზე დაიხურება, ხოლო შედეგს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს. დაელოდეთ შედეგებს მოქალაქეებო ნუ ატყუებთ ამომრჩევლებს. სირცხვილია“,-აღნიშნა ნიკა მოლოდინაშილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები