პორტუგალიამ ქვეყანაში მოგზაურობა აკრძალა

პორტუგალიაში, კორონავირუსით დაინფიცირების ზრდის გამო, მოგზაურობა აიკრძალა. შეზღუდვა ხუთი დღის განმავლობაში იმოქმედებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკანონო გადაადგილების აღკვეთის მიზნით, საკონტროლო საგუშაგოები განთავსდა.

„პორტუგალიის 300 მუნიციპალიტეტს შორის გადაადგილება აკრძალულია 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ასეთი ხერხით, ხელისუფლება ცდილობს შეამციროს ვირუსის გავრცელება ყველა წმინდანის ნაციონალური დღესასწაულის დროს”,- ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები