ონლაინლექციების სერია – დავით აღმაშენებლის ეპოქა

30 ოქტომბერს, 16:00 საათზე – ვატო ხოშტარიას საჯარო ონლაინლექცია გაიმართება. იგი ისაუბრებს დავით აღმაშენებლის ეპოქის ქართულ ხელოვნებაზე.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მიმდინარეობს საჯარო ლექციების ონლაინსერია  დავით აღმაშენებლის ეპოქაზე, იმდროინდელ ისტორიულ-პოლიტიკურ ვითარებაზე ხელოვნებასა და კულტურაზე.
ლექციები იმართება ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით და ბრიტანეთ-საქართველოს მეგობრობის აღსანიშნავად განხორციელებული ღონისძებების პროგრამის გაგრძელებაა.
ცნობისათვის: 2019 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტა, რომელსაც ანალოგი დღემდე არ მოეძებნება. მონეტის საქართველოში 3 თვით ჩამოტანა შესაძლებელი გახდა ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.
ონლაინლექციებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

ვირტუალური შეხვედრების განრიგი:

30 ოქტომბერი, 16:00 – ვატო ხოშტარია – „ქართული ხელოვნება დავით აღმაშენებლის ეპოქაში“;
3 ნოემბერი, 16:00 – იზოლდა მელიქიშვილი – „უძველი ქართული ნაქარგობის ნიმუშების შესახებ – საბუხარები კაცხის მონასტრიდან“;
6 ნოემბერი, 16:00 – ნინო დათუნაშვილი – „მეფედ კურთხევის რიტუალი საქართველოში“;
10 ნოემბერი, 16:00 – ნანა ბურჭულაძე – „წმინდა გიორგის ხატი დავით აღმაშენებლის გამოსახულებით სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში“;
13 ნოემბერი, 16:00 – დავით ნიორაძე – „XII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრება“;
17 ნოემბერი, 16:00 – ჯიმშერ ჩხვიმიანი -„ქალაქები შუა საუკუნეების საქართველოში“.

ონლაინლექციებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
საკონტაქტო ინფორმაცია: თამარ ზაალიშვილი 599501125; zaalishvilitamuna1978@gmail.com
Zoom შეხვედრის ბმულის მიღება შესაძლებელი იქნება  ელმისამართზე ლექციის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები