,,მე ვარ სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის მიერ განადგურებული, ბუტა რობაქიძის დედა” – ია მეტრეველმა ქუთაისში მსვლელობის მონაწილეებს მიმართა

„არა სააკაშვილს! არა ბოკერიას! არა ,,ნაცმოძრაობას” და არა ,,ნაცმოძრაობის” ნამსხვრევებს!” – ასეთი მოწოდებით ქუთაისში მსვლელობა იმართება.

აქციის მონაწილეები მსვლელობის შემდეგ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და გააკეთეს მოწოდება #ქუთაისინაცებისგარეშე.

„დღევანდელი აქციის მსვლელობის მიზანია, მოსახლეობამ გაიგოს, სად არის ერი და ბერი. მოვაწყობთ მსვლელობას წინასაარჩევნოდ ტემპერატურის ასაწევად იმისათვის, რომ მხარს ვუჭერთ „ქართულ ოცნებას” და 31 ოქტომბერს ყველამ დაინახოს რომ ქუთაისის მცხოვრებთა უმეტესებოა, დაახლოებით, 80% მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას,” – განაცხადა აქციის მონაწილემ შალვა ლალიაშვილმა.

აქციის მონაწილეებს მოგვიანებით პარტია „ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და, ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე შეუერთდნენ.

ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, რომ მივიდნენ არჩევნებზე, რათა საბოლოოდ დაასრულონ „ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილის რეჟიმი.

„დღეს მე მომიწევს თქვენს წინ წარსდგომა და არის დიდი პატივი და მე მინდა ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო ამ ქალაქში ცოდნის ტაძრის მშენებლობისთვის. ბატონ ბიძინას მინდა მადლობა მოუხადო ყველა ქართველის მაგივრად, რადგან ასეთი ქველომოქმედება არ გვინახავს, რასაც ის აკეთებს საქართველოსთვის. რაც შეეხება ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანს, მე ვარ სააკშვილის 9 წლიანი რეჟიმის მიერ განადგურებული, ბუტა რობაქიძის დედა. ჩემი შვილი სრულიად უდანაშაულო დახვრიტეს ქუჩაში. აქ არიან, ასევე, ის დედები და ოჯახის წევრები, რომლების, ასევე, ქუჩაში დახვრიტეს. იმიტომ ჩამოვედი, რომ სრულიად საქარველოს გავაგონო ხმა, ვინც განაწყენებულია „ოცნებაზე”, ზეგ არის გადამწყვეტი არჩევნები და სრულიად საქარველოს ვთხოვ, გაიხსენეთ სად ვცხოვრობდით 9 წელი, შემოგვხედეთ განადგურებულ ოჯახებს, და ეს, რომ აღარ განმეორდება და კრიმინალები არ დაბრუნდნენ – სწორედ ამის მოწოდება მინდა! ყველანი მივიდეთ არჩევნებზე,” – განაცხადა ია მეტრეველმა.

როგორც ია მეტრეველმა აქციაზე განაცხადა, აქციაზე არა მხოლოდ თვითონ, არამედ დაღუპული ბიჭების დედებიც მივიდნენ.

„ვიყავი სააკაშვილიის რეჟიმის მიერ განადგურებული ოჯახი, ბუტა რობაქიძის დედა, რომელსაც ერთადერთი შვილი დამიხვრიტეს ქუჩაში, შემდეგ მოჰყვა სანდრო, შემდეგ იცით, რაც დაატრიალეს და მარტო 160 ბიჭი დახვრიტეს ქუჩაში. აქ მე მარტო არ ჩამოვსულვარ, ჩემსავით გაუბედურებული დედები არიან ჩემ გვერდით: გამცემლიძე გიორგის დედა – გულიკო გამცემლიძე, იური ვაზაგაშვილის და. ბატონი იურის, რომელიც დღემდე ვერ მომინელებია ეს ვაჟკაცი ქართველი ადამიანი. ისიც როგორი გაუგონარი სისასტრიკით გაისტუმრეს ამ ქვეყნიდან. მან დიდი წვლილი შეიტანა სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაში. იმიტომ მოვედი თქვენთან, რომ ჩემი ხმა გავაგონო სრულიად საქართველოს და იმათ, ვინც სრულიად სამართლიანადაა განაწყენებული ოცნებაზე. ზეგ არის გადამწყვეტი არჩევნები და ვთხოვო ყველას, გაიხსენოთ, რა დროში ვცხოვრობდით, რა სისხლიანი წლები გამოვიარეთ. მარტო კეკელიძეზე, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით, იქ ცხოვრობდა სანდრო, იქ ცხოვრობდა კვინტრაძე. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე 7 ადამიანის სიცოცხლე გაისტუმრა სააკაშვილის რეჟიმმა. ეს რომ აღარ განმეორდეს და კრიმინალები აღარასდროს დაბრუნდნენ, ზეგ ჩვენ მთელმა საქართველომ ერთად უნდა ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება. აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე. არც ქუთაისს დაკლებია მათი სისხლიანი ხელი. მინდა, გაგახსენოთ 19 წლის ბიჭი, ვალერი ფხაკაძე როგორ დაცხრილეს საკუთარ სახლთან. ჩვენ ნაწყენები ვართ „ოცნებაზე” სწორედ იმიტომ, რომ მათ არ დასაჯეს სამართლიანად „ნაციონალური მოძრაობა”, – აღნიშნა ია მეტრეველმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები