საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა – “შემზღუდავი ღონისძიებები 30 ოქტომბრიდან ამოქმედდება”

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა.

მაკრონის თქმით, უკვე მიღებული ზომები არ არის საკმარისი და ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებები 30 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

ახალი შემზღუდავი ღონისძიებების თანახმად, მოსახლეობას გადაადგილებისთვის სპეციალური საშვები დასჭირდება. დაიხურება რესტორნები და ბარები, ხოლო სკოლები, კოლეჯები და ბაღები ღია დარჩება.

მაკრონის თქმით, საფრანგეთში ვირუსის მეორე ტალღა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე პირველი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები