აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ვარაუდობს, რომ აშშ-ში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას მომავალი წლის ბოლომდე ან 2022 წლამდე ვერ შეძლებენ

„მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე თვეში გვექნება, ჩვენ, სავარაუდოდ, ვერ შევძლებთ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას მომავალი წლის ბოლომდე ან შესაძლოა, 2022 წლამდე“, – აცხადებს  აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი.

მისივე თქმით, ემნტონი ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა დაყოფამ და ეკონომიკური ზარალის შიშმა გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას.

„მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე თვეში გვექნება, ჩვენ, სავარაუდოდ, ვერ შევძლებთ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას მომავალი წლის ბოლომდე ან შესაძლოა, 2022 წლამდე.

როდესაც ჩვენ ვცდილობდით კვლავ გაგვეხსნა ეკონომიკა, დებორა ბირქსთან ერთად სახელმძღვანელო პრინციპები შევადგინეთ, რომლის თანახმად, საჭირო იყო ქვეყნის უსაფრთხოდ და გონივრულად გახსნა. ყველას რომ ეს ერთნაირად გაეკეთებინა, არა მგონია, რომ იმ მდგომარეობაში ვიქნებოდით, რომელშიც ახლა ვართ“, – განაცხადა აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 8 778 680 შემთხვევა გამოვლინდა, 226 711 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები