სოზარ სუბარი: ჩემთან ერთად არიან ჩემი მეგობრები, მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ანსამბლ „ალილოს“ ბიჭები, ვხვდებით მოსახლეობას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოზარ სუბარი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ის ამჯერად წინასაარჩევნო კამპანიას თავის მეგობრებთან, მომღერალ ნუცა ბუზალაძესა და ანსამბლ „ალილოს“ ბიჭებთან ერთად  აწარმოებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

“დღეს ჩემთან ერთად არიან ჩემი მეგობრები, მომღერალი ნუცა ბუზალაძე და ანსამბლ „ალილოს“ ბიჭები, ვხვდებით მოსახლეობას. ძალიან ცუდია, რომ კონცერტს ვერ ვატარებთ კოვიდის გამო, თუმცა, პანდემიაც გადაივლის და ქვეყნის განვითარებაც მალე გახდება შეუქცევადი. გვექნება საშუალება, როცა უკვე სხვა გარემოში, ერთად ვიზეიმებთ არაერთ დღესასწაულს”, – წერს სუბარი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები