ვლადიმერ ბოჟაძე: რადიკალური ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება

“ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია, ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ევროპული საქართველო” უკვე წლებია, ებრძვიან არა ,,ქართულ ოცნებას”, არამედ – საქართველოს სახელმწიფოს”, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება.

“ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია, ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ევროპული საქართველო” უკვე წლებია, ებრძვიან არა ,,ქართულ ოცნებას”, არამედ – საქართველოს სახელმწიფოს. ახლა უკვე ფაქტებით უეჭველად დასტურდება, რომ ისინი ემზადებიან არა 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის, არამედ  – 1 -ელი ნოემბრის არეულობისა და დესტაბილიზაციისთვის. გაყალბებული რეიტინგები, გაყალბებული ფაქტები და გაყალბებული მოლოდინები ემსახურება ერთ-ერთ მიზანს, არჩევნების შედეგების არაღიარებასა და ამ საბაბით დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობას, 2003 წლის სცენარის განვითარებას”, – წერს ბოჟაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები